saqarTvelos uReltexilebi - lanqoris uReltexili
ტერიტორიული ერთეული | ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტები |
სიმაღლე | 2450 მ |
ქედი | ლეჩხუმის ქედი |
სინონიმი: ჯვარი.
უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს ლეჩხუმის ქედზე, მდინარეების ცხენისწყლისა და ლაჯანურის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2450 მ. აგებულია ქვედაიარული ფიქლებით. საცალფეხო გზით აკავშირებს ქვემო სვანეთს რაჭასთან. უღელტეხილთან არის ძველი ნასოფლარი და პატარა ტბები. ლანქორის მიდამო შემოსილია ალპური მდელოებით.